შალვა პაპუაშვილი - 9 მაისს, უპირველესად, ვაპირებთ, აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რაც შეეხება სხვადასხვა საელჩოს ღონისძიებას, ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებენ

რომ არა ფაშიზმის დამარცხება და რომ არა ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის წვლილი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპის დღესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა ფაშიზმის დამარცხება და ქართველების წვლილი არანაირი ევროკავშირი, ევროპის დღე და ევროკავშირის ელჩი არ იარსებებდა და ეს არის მთავარი, რაც ევროკავშირის თითოეულმა მოქალაქემ თუ დიპლომატმა უნდა გაიაზროს.

„რომ არა ფაშიზმის დამარცხება და რომ არა 300 ათასი ომში დაღუპული ქართველის წვლილი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა. ეს არის მთავარი, რაც უნდა გაიაზროს ევროკავშირის თითოეულმა მოქალაქემ თუ დიპლომატმა. შარშან, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ ევროკავშირის ვერცერთი წარმომადგენელი 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი ვეტერანები იყვნენ წარმოდგენილი. მათგან ვერცერთი სიტყვა ვერ მოვისმინეთ ფაშიზმის და 9 მაისი მნიშვნელობაზე. რომ არა ფაშიზმის დამარცხება და ქართველების წვლილი, რომელიც მოსახლეობის თანაფარდობით პირველია იმ მსხვერპლით, რომელიც გაიღო ქართველმა ხალხმა, არანაირი ევროკავშირი, ევროპის დღე და ევროკავშირის ელჩი არ იარსებებდა. იქნებოდა ევროპა გეოგრაფიულად, მაგრამ იდეოლოგიურად როგორი იქნებოდა ყველამ კარგად ვიცით - რას ნიშნავდა ფაშიზმი, რას უქადდა თითოეულ ერს ჩვენი ჩათვლით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ 9 მაისს უპირველეს ყოვლისა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას აპირებენ.

„ჩვენ 9 მაისს უპირველეს ყოვლისა ვაპირებთ, აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეს ის დღეა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით და ისტორიით არის ჩვენი წარსულის ნაწილი, რომელიც აწმყოში უნდა გვახსოვდეს. რაც შეეხება სხვადასხვა საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ