შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის მთავარია, რომ ანაკლიის პორტი იქნება საქართველოს სახელმწიფოსი, 51% ექნება, რაც გულისხმობს, რომ ეს იქნება საქართველოს საკუთრება - რომელი ინვესტორი იქნება ჩართული, ეს უკვე ტექნიკური საკითხია, რომელსაც მთავრობა წყვეტს

ჩვენთვის მთავარია, რომ პორტი, რომელიც უნდა აშენდეს, იქნება საქართველოს სახელმწიფოსი. რომელი ინვესტორი იქნება ჩართული, ვინ რა პროცესში იქნება ჩართული, ეს უკვე არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც მთავრობა წყვეტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პორტის მთავარი დატვირთვა იქნება ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება.

„იცით როგორც მიდის პროცესი, პორტის აშენებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებიც არის მიღებული, რატომ აკეთებთ ხაზგასმას კომპანიის სხვადასხვა წარმომავლობაზე?! ჩვენთვის მთავარია, რომ პორტი რომელიც უნდა აშენდეს, იქნება საქართველოს სახელმწიფოსი. მას ექნება 51% ამ მთლიან პორტში, რაც გულისხმობს, რომ ეს იქნება საქართველოს საკუთრება. რომელი ინვესტორი იქნება ჩართული, ვინ რა პროცესში იქნება ჩართული, ეს უკვე არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც მთავრობა წყვეტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი აშენდეს, ამ პორტს ჰქონდეს დატვირთვა, ამ პორტს მნიშვნელობა აქვს უპირველეს ყოვლისა, ევროპისა და აზიისთვის, ვინაიდან ამ პორტის მთავარი დატვირთვა იქნება ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩატარდა საჯარო ტენდერი, ვისაც ჰქონდა ინტერესი მიიღო მონაწილეობა. მთავარი არის რომ საქართველო იყოს ძლიერად, კარგად და განხორციელდეს ის პროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!