ლევან ხაბეიშვილი „ოპოზიციის ალიანსს“ - გამაგებინეთ, 26 მაისს აქცია არის თუ არ არის? - თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ, ეს აქცია არის თუ არ არის? - თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსს“ მიმართა, მათ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 26 მაისის აქციისთვის არანაირი კამპანია და აქტიურობა არ არის.

„არავის არ ვაკრიტიკებ, ხალხს, რომლებსაც ციხეებში უშვებენ და წლობით ციხეში ჩასმით ემუქრებიან, შეუძლებელია, მოუტრიალდე და უთხრა - „რამე გააკეთე“. მეც არ მომწონს ბევრი პოლიტიკოსი და როცა არ მომწონდა, კონკრეტულ პროცესებზე ვთქვი, რომ მოდი, ახლა ეს გავაკეთოთ. ეს ქვეყანა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ლიდერების არ არის, ეს ქვეყანა თითოეული მოქალაქისაა და საბრძოლველიც თითოეულისაა.

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ ეს აქცია არის თუ არ არის? ეს შენიშვნა ან პრეტენზია არ არის. თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს. მე შესაძლოა ვერ გამოვიდე თქვენთან ერთად, მაგრამ ხალხს მაინც გააგებინეთ.

სამწუხაროდ, 26 მაისისთვის კამპანია არ გაქვთ, აქტიურობა არ არის. ეს როგორც თქვენი გულშემატკივრის პოზიციაა და არა შენიშვნა. თვე-ნახევარი გავიდა, რაც აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში