„გახარია საქართველოსთვის“ - დებატებში - „სამეწარმეო ვენახის გაშენება და ახალი რეგულაციები“ ჩვენი მიწვევა ვერ გაბედეს, ალბათ იმიტომ, რომ პირველივე დღიდან ზუსტად ჩვენი გუნდი აკრიტიკებდა ამ ცვლილებებს - კითხვები არსად გაქრება, მოგიწევთ პასუხების გაცემა

„რუსთავი-2“-ზე გუშინ გამართულ დებატებში - „სამეწარმეო ვენახის გაშენება და ახალი რეგულაციები“ ჩვენი გუნდის მიწვევა ვერ გაბედეს. ალბათ იმიტომ, რომ პირველივე დღიდან ზუსტად ჩვენი გუნდი აკრიტიკებდა ამ ცვლილებებს პარლამენტში,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ბაზრის ფალსიფიკაციისგან გაწმენდით, ფერმერების დაცვით და ხარისხიანი პროდუქტის წახალისებით, არა ვენახების შემცირებით.

„ორი საათის განმავლობაში, დებატებში სამინისტროს წარმომადგენლები ამართლებდნენ ვენახის გაშენებაზე ნებართვების შემოღებას, თუმცა რეალურად ეს ნაბიჯი ახალი ვენახების გაშენების შეზღუდვას და ყურძნის რაოდენობის შემცირებას ემსახურება. ამის ნათელი დასტურია, 2025 წლის ჭარბი მოსავალი და სახელმწიფოს პრობლემები რთვლის მართვაში. საქართველოს საფრანგეთთან შედარება არასწორია: საფრანგეთში ვაზი 800,000 ჰექტარზეა გაშენებული და წლიურად მილიარდობით ბოთლი ღვინო იწარმოება, მაშინ როცა საქართველოში ეს მოცულობა ბევრად მცირეა. საფრანგეთში ჭარბმოსავლიანობის შემცირება ნებაყოფლობითია და ფერმერებს კომპენსაციასაც უხდიან - საქართველოში კი რეგულაციები იძულებით შემოდის. ღვინის ხარისხზე საუბარი ფუჭია, როდესაც ელემენტარული პრობლემებია: ბოთლების, ეტიკეტების, საცობების, ქვევრების დეფიციტი. ასევე, ფალსიფიცირებული პესტიციდები და რთველის არასწორი ლოჯისტიკა რაც კარგი და დაზიანებული ყურძნის ერთად მიღებაში გამოისახება. რაც შემდგომ პირდაპირ აფუჭებს ღვინის ხარისხს. ნებართვების შემოღება ვერ უზრუნველყოფს ყურძნის და ღვინის ხარისხს, არამედ მხოლოდ ზრდის ბიუროკრატიასა და კორუფციის რისკებს. სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ბაზრის ფალსიფიკაციისგან გაწმენდით, ფერმერების დაცვით და ხარისხიანი პროდუქტის წახალისებით, არა ვენახების შემცირებით. გარდა ამისა, ახალ მიდგომებთან ღია წინააღმდეგობაში მოდის წინა პოლიტიკა - როდესაც სახელმწიფოს თავად წახალისებული ჰქონდა ვენახების გაშენება სუბსიდირებით, სპეც. სახელმწიფო პროგრამებით და ა.შ. ახლა კი იგივე პოლიტიკის შედეგებს თავადვე ებრძვით.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგს სჭირდება პოლიტიკისგან და კორუფციისგან გათავისუფლება და ფერმერებზე ორიენტირებული, გააზრებული მიდგომა. გასაგებია, რომ გუშინ ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას თავის არიდება არჩიეთ, მაგრამ ეს კითხვები არსად გაქრება, მოგიწევთ ახსნა და პასუხების გაცემა. თუ თვლით, რომ მართლები ხართ, დავსხდეთ დებატებში, დაუძახეთ ჩვენს გუნდს და ქართველმა გლეხმა თავად განსაჯოს ჯანსაღი აზრიც და მტყუან-მართალიც.“- განაცხადა კერესელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!