ირაკლი კუპრაძე „ქართულ ოცნებას“ - პრობლემა ინვესტორში კი არა, თქვენშია, არც დასავლეთი გენდობათ, არც სერიოზული კაპიტალი - ანაკლია ვერ აშენდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც საკუთარ სტრატეგიულ პროექტებს ანგრევს

ანაკლია ვერ აშენდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც საკუთარ სტრატეგიულ პროექტებს ანგრევს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. საქართველომ დაკარგა დრო, მაგრამ ეს ფანჯარა ჯერ ბოლომდე არ დახურულა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე წერს.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე ტყუის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

„დე-ფაქტო პრემიერი ისევ ტყუის - „ვმუშაობთ ინვესტორზე“. სიმართლე კი მარტივია: არაფერზე მუშაობთ, ანაკლიის პორტიდან თქვენ უკვე გააგდეთ ამერიკელი და დასავლელი ინვესტორები. დაანგრიეთ პროექტი, მოახდინეთ დასავლური კაპიტალის ფაქტობრივი ექსპროპრიაცია და ქვეყანას წაართვით ისტორიული შანსი. შემდეგ სცადეთ ჩინური, სახელმწიფო-კომუნისტური კაპიტალის შემოყვანა, ვერც ის შეძელით. 6 წელია ანაკლიაში არ ხდება არაფერი. მხოლოდ ცარიელი დაპირებები ცარიელ ადგილზე და მორიგი „მოლაპარაკებები".

სიმართლე ისაა, რომ პრობლემა ინვესტორში კი არა - თქვენშია. არც დასავლეთი გენდობათ, არც სერიოზული კაპიტალი.

ანაკლია ვერ აშენდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც საკუთარ სტრატეგიულ პროექტებს ანგრევს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. საქართველომ დაკარგა დრო. მაგრამ ეს ფანჯარა ჯერ ბოლომდე არ დახურულა. ანაკლია აშენდება, მაგრამ არა თქვენი ტყუილებით!“- წერს კუპრაძე „ფეისბუქზე“.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში