პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა 51 600 ლარი უკანონოდ მიითვისა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის, ჩინეთიდან საჭირო ტექნიკის შესყიდვა-ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა. მისი მითითებით დაზარალებულმა თანხა ჩინურ კომპანიას გადაურიცხა. რამდენიმე დღეში, შემსრულებელმა ორგანიზაციამ, ბრალდებულს, როგორც შუამავალს აცნობა, რომ 51 600 ლარის ღირებულების კონკრეტული ტექნიკის მიწოდებას ვერ შეძლებდა და თანხას დამკვეთს დაუბრუნებდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კომპანიას თავისი საბანკო მონაცემები მიაწოდა და თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა. ჩარიცხული თანხა კი სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!