სალომე ზურაბიშვილი - ახალი ტალღა დაწყებულია, „ოცნება“ საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს  და ციხისთვის იმეტებს

ახალი ტალღა დაწყებულია, „ოცნება“ საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გიორგი უძილაურის დაკავებას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უძილაურის ევროპული ქვეყნისთვის ჯაშუშობისთვის დაკავება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უკავშირდება.

„ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი კორუმპირებული კადრების დაჭერა, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ამოღება? ალბათ, არა და კიდევ ბევრთან დაიჩოქებს აქლემი…

თუმცა ახალი ტალღა დაწყებულია: საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს. ტროლ-ბოტებო, აწი გეშინოდეთ!

საინტერესო ისაა, რომ გუშინ კობახიძე პოზირებდა ევროპელ ლიდერებთან, სიმონიანი კი გაბრაზდა სომხეთზე და მის უმადურობაზე …

“უმადურები ჩვენ არ ვართ” პასუხობს ივანიშვილი, გუშინდელი ხელის ჩამორთმევა ზელენსკისთან არაფერს ნიშნავდა და აი, ჩვენ რა კარგად ვიქცევით თურმე, ევროპულ ქვეყნის სამსახურში მყოფ ჯაშუშს ვიჭერთ და ეს მანამ, სანამ ჯერ არც დასრულებულა ევროპული სამიტი!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!