ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში დაიბარეს

ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავს.

„საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს“, - წერს ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემამ “ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინა 2024 წლის 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა. როგორც „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. „დამრბევთა“ დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა