შსს - სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 103კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.

სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საშუალება აღმოაჩინეს.

მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ