ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან მისი უფლებადამცველი შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან მისი უფლებადამცველი რამდენიმე წუთის წინ შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, უძილაურს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაური გუშინ დააკავა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

უწყების ცნობით, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!