სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნოდარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩაჩანიძე აღნიშნავს, მას მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო შეუფარდა.

„3 დღით უნდა დაგემშვიდობოთ. რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა საქალაქო უსამართლომ. ველოდები თავად როდის დამიკავშირდებიან. თუ დღეს არ დამაკავებენ, ვაპირებ რომ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ვუყურო და ხვალ დილით მივიდე პოლიციაში... ვნახოთ,“ - წერს ჩაჩანიძე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!