ზვიად კორძაძე - განაჩენი არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, რომელიც ძმები მიქაძეების ბრალს ადასტურებს - თუ საქართველოს ორივე ინსტანციაში განაჩენი ასეთი ფორმით დარჩა, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების ადვოკატი ზვიად კორძაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განაჩენი უკანონოა და დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„ეს არის უკანონო განაჩენი. განაჩენი არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს მიქაძეების ბრალს. თუნდაც ის, ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვის შემდეგ, რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ადგილზე თათბირით, იქვე იქნა გამოცხადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება - საქართველოს ორი ინსტანცია და თუ ეს ასეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში, ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, იმიტომ, რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელის პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ეს უკვე გრძელი ბრძოლაა, რომლისთვისაც მზად არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები.“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ მიქაძეებიდან როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!