შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში, ხალხთან შეხვედრებში, თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან, ოფისებში, ბრიუსელის დერეფნებში

ის ხალხია, ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელმაც მათი მხარდამჭერების მიერ მოპოვებული მანდატები დახიეს და პარლამენტი დატოვეს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ოპოზიციის წარმომადგენლები თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან და ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში, რადგან საიდანაც დაკვეთას იღებენ, მათ მიმართ საკუთარ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ".

„მათ არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის, მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების მიმართ არ გააჩნიათ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, როდესაც ვამბობდით, რომ მანდატების დახევა არის უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩევლისთვის მანდატების სახეში შეყრა. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ერთადერთი, ვის მიმართაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ, არიან უცხო ძალები. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში, ხალხთან შეხვედრებში. ისინი თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან, ოფისებში, ლაღად გრძნობენ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, ვინაიდან საიდანაც დაკვეთას იღებენ, მათ მიმართ საკუთარ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ. ის დაკვეთა, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა 2024 წელს, ვნახეთ როგორ მოეპყრნენ ამ დაკვეთას, მანდატები დახიეს და ნაგვის ურნაში გადაყარეს. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლისა და მხარდამჭერების მიმართ. ერთადერთი, ვისაც ისინი ვერ უბედავენ ასეთ ტონს, ეს არის ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ მათთან კონსპირაციული შეხვედრებითა და დირექტივების მიცემით არის დაკავებული. ასევე, ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებთანაც ისინი თავს ვალდებულად გრძნობენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში