შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო - გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია

ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას ისე დააკავშირო - გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია! - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, “ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით და საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, გეოგრაფიასთან კიდევ ერთხელ დამარცხდებიან“.

“საუკუნეები ასეა - აბრეშუმის გზამ აქ ტყუილად კი არ გაიარა... გაიარა იმიტომ, რომ მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე და ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ზოგიერთი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. როგორც ამის წინ ერთ-ერთ სიუჟეტში ვნახეთ, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ირანი რუკაზე ვერ მოძებნა. ასევე ვერ მოძებნიან ხოლმე თუ სად არის საქართველო. ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას ისე დააკავშირო - გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე