შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის სახით გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული

ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტთან ქართულ მხარეს სულ უფრო ნაკლები სასაუბრო რჩება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფრით - ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, აბსოლუტურად ყველაფრით სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად, ჩვენ ვფიქრობთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ასე რომ, ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. ის რაღაც ღირებულებითი აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ საერთო არაფერი არ გვაქვს და ვერც გვექნება.

ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში