პროკურატურამ 103 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“-ს უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 103 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“-ს უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „მეტამფეტამინის“ შემცველი ნივთიერების, საქართველოს გავლით, ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით, თავისი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. ექვს ტომარაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის (ფუძე)“ შემცველი ნივთიერება, შენიღბულად როგორც „კაუსტიკური სოდა“ ჩაატვირთინა ავტომანქანის მისაბმელში და 28 აპრილს, მისი კომპანიის მძღოლის მეშვეობით „სადახლოს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 103 კგ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჯგუფურად) და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!