ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჯოხაძის ადვოკატი - ზეიმი ნაადრევია, თუ საქართველოში ვერ მივაღწევთ სამართალს, განაჩენი მოივლის მსოფლიოს, არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება ყველაფერი

ვფიქრობ, ზეიმი ნაადრევია იქიდან გამომდინარე, თუ საქართველოში ვერ მივაღწევთ სამართალს, ეს განაჩენი მოივლის მსოფლიოს. ამით არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება ყველაფერი, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებასა და იარაღის გასაღებაში მსჯავრდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბითაძე განმარტავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელია.

„სასამართლომ დღეს ყველაზე უკანონო, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა. ყველასთვის ცნობილია, რომ სასამართლო ზოგადად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ხელმძღვანელობს, რაც ერთ მტკიცებულებას კი არა, მტკიცებულებათა ერთობლიობას გულისხმობს. ამ საქმეში იმთავითვე ვაცხადებდით არა მხოლოდ დაცვის მხარე, ბრალდების მხარეც კი ეჭვობდა, რომ არ იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, ერთი მტკიცებულებაც არ იყო საქმეში პირდაპირი, არც ირიბი მტკიცებულება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ გვერდი აუარა მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, რომ ობიექტური განაჩენი გამოეტანა და არასამართლიანი, არაკანონიერი განაჩენი გამოიტანა. ლოგიკურია, რომ ეს განაჩენი ობიექტური არ იყო, რადგან კონკრეტულად ემსახურებოდა მეორე მხარის ინტერესს. აქვე განმარტებას გავაკეთებ, ამით არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინ გვაქვს, ბრძოლას ბოლომდე ვაგრძელებთ, ბევრჯერ გვინახავს, პირველ, მეორე ინსტანციაში გამტყუნებული და შემდეგ გამართლებული, ეს ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ვფიქრობ, ზეიმი ნაადრევია იქიდან გამომდინარე, თუ საქართველოში ვერ მივაღწევთ სამართალს, ეს განაჩენი მოივლის მსოფლიოს. ამით არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება ყველაფერი“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო და მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე