ალეკო ელისაშვილის ადვოკატი - მოწმესაც გაეცინა, ტერაქტთან დაკავშირებით კითხვამ მასში ღიმილი გამოიწვია

დღევანდელი მოწმის დაკითხვამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ზოგადად გამოძიება უხარისხოდ მიმდინარეობდა , - ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი ლექსო კაპანაძე, რომელმაც სასამართლოს კანცელარიაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

ადვოკატის განმარტებით, ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის შესახებ შეკითხვაზე თავად მოწმესაც გაეღიმა.

„ფაქტობრივად, მოსამართლემ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა ის, რომ არ შეიძლება მოწმეს და ადამიანს გასჩენოდა შთაბეჭდილება და ადამიანის ამით შეშინებოდა, ანუ მომხდარიყო მოსახლეობის დაშინება. შეუძლებელია იმ კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის ან ქმედების დასახელება, რომლის მუშაობაც შეიძლება შეფერხებულიყო. სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ თუ მოსამართლე ახლავე ამბობს გადაწყვეტილებას, რომ შეუძლებელია ასეთი განცდა გასჩენოდა კონკრეტულ ადამიანს და მითუმეტეს იმ ადამიანებს, ვინც შემთხვევის ადგილი ნახეს, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ და უმაღლესი იურიდიული განათლება აქვთ, შეუძლებელია ასეთი შედეგები გამოეწვია ზოგადად მოსახლეობაში. ეს პირდაპირ გამორიცხავს იმას რომ აქ ტერაქტის მცდელობას აქვს ადგილი. თვითონ მოწმესაც, გაეცინა, ტერაქტთან დაკავშირებით კითხვამ მასში ღიმილი გამოიწვია“ , - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ