შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველო გადავარჩინეთ ეკონომიკურ ნგრევას იმით, რომ ბრიუსელის მოწოდებებს არ ავყევით, არამედ ევროკავშირიც გადავარჩინეთ

ევროკავშირში იმაზე უნდა დაფიქრდნენ, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა და რუსეთთან ეკონომიკურ ომში შევსულიყავით, რისკენაც ისინი სანქციების დაწესებით და ჰაერის ჩაკეტვით გვიბიძგებდნენ, რა გაზს მიიღებდნენ და რის ტრანსპორტირებას შეძლებდნენ დღეს! - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

აქვე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატიის მთელი პრობლემა“ არის ის, რომ არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი არ მოქმედებენ.

“ისინი არამხოლოდ ჩვენ გვაზიანებდნენ და ეკონომიკური ნგრევისკენ გვიბიძგებდნენ, ევროკავშირსაც აზიანებდნენ. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და რუსეთთან ეკონომიკურ ომში შევსულიყავით, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევასთან ერთად, მოწყვეტდნენ საკუთარ წვდომას ეკონომიკურ, ენერგეტიკულ რესურსებსა და ტრანსპორტირების გზებზე.

ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, როდესაც ევროპულ ბიუროკრატიაზე ვსაუბრობთ, რომელიც საკუთარი ცხვირის იქეთ არ იყურებიან. ერთადერთს რასაც ხედავენ, არის მათი სამუშაო ოთახი და მაგიდა, რასად რაღაც ფურცელს დაუდებენ და იმ ფურცლის მიხედვით მოქმედებენ.

ის თუ რა ხდება გარეთ და რა პრობლემები აქვს ევროკავშირს ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, ესეც ევროპელი ბიუროკრატების წინდაუხედავი ქცევის ბრალია, უარესი იქნებოდა ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას იმით, რომ ბრიუსელის მოწოდებებს არ ავყევით, არამედ ევროკავშირიც გადავარჩინეთ, რომელსაც უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდა თუ რეგიონი აირეოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში