ირაკლი მელაშვილი - გიორგი უძილაური იბრძოდა პროევროპელებისა და ლიბერალების წინააღმდეგ და უეცრად აღმოჩნდა, რომ ევროპის აგენტია - ეს გუნდის შიგნით ბრძოლაა, ღარიბაშვილის ხალხის გაწმენდა მიმდინარეობს

გიორგი უძილაურის დაკავების ამბავი ცოტა მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, შიდა ბრძოლების გამოხატულებაა, რადგან ის დაახლოებული იყო ღარიბაშვილის გუნდთან. უძილაური იბრძოდა კოალიციაში შემავალი პარტიების წინააღმდეგ, ე.წ. პროევროპელებისა და ლიბერალების წინააღმდეგ და უეცრად აღმოჩნდა, რომ ევროპის აგენტია , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უძილაურის დაკავება პასუხი იყო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პატიმრად არის მოხსენიებული.

“ჩემი აზრით, ეს არის გუნდის შიგნით მიმდინარე ბრძოლა, ღარიბაშვილის ხალხის გაწმენდა მიმდინარეობს გუნდში. დამთხვევა იყო ალბათ, რომ გუშინწინ ევროკავშირის დოკუმენტში, სადაც საქართველოს ხელისუფლება “შეამკეს”, პირველად გაიჟღერა ღარიბაშვილის სახელმა, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაკავებულმა. გუშინ კი ამას პასუხი გასცეს უძილაური დაკავებით”, - განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ორი დღის წინ პროდასავლური დღე ჰქონდა, დღეს კი ანტიდასავლური, რაც კლოუნადაა.

„ძალიან მეცინებოდა, რომ ერევანში კობახიძის ვიზიტი დასავლეთისკენ შემოტრიალების ნაბიჯად ჩაითვალა. დაბუნდა თუ არა იქიდან, უზარმაზარი გასროლა გააკეთეს [“ქართული ოცნების” წევრებმა] და მთელი დღე ილანძღებოდნენ. ეს პაპუაშვილი საერთოდ მაგისთვის არის მგონი, რომ სულ უნდა ილანძღოს.

რაღაცნაირი ბალანსი დაიჭირეს - ორი დღის წინ ჰქონდათ პროდასავლური დღე, დღეს კი ანტიდასავლური დღე, ხვალ რა იქნება? სინამდვილეში კლოუნადა არის ეს ყველაფერი. არანაირი შანსი დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ამ პოლიტიკით ახლა არ გვაქვს. ბუნებრივია, რაღაც შეხვედრები იქნება, რაღაც კონტაქტები იქნება, კეთროვანივით არ გეპყრობიან, მაგრამ ძირეულად არაფერი არ შეიცვლება.

ამას ხვდება “ქართული ოცნებაც”, რომ მათ დაუშვეს უმძიმესი შეცდომა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში ძალიან მალე მოიგებდა რუსეთი და მაშინ ეს მათი თავდაცვითი პოზიცია იყო, რომ “გამარჯვებულ რუსეთთან” სალაპარაკო ჰქონოდათ”, - განაცხადა მელაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ