სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დახმარების თაობაზე ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებს მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად დახმარების თხოვნით მიმართავს ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარს, რათა შესაძლებელი გახდეს აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა.

როგორც ზურაბიშვილმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე განაცხადა, პარალელურად, ანალოგიური თხოვნით მიმართავს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რათა საკითხი გადაეცეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

„ეს არის ჩვენი ყველას წუხილი. ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს. გადავწყვიტე, მივმართო ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარს. დიდი ყურადღებით მოვისმინე მათი განცხადებები, რომ სანამ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის კურსს, არაფერი წინსვლა არ იქნება. სამაგიეროდ, ევროკავშირი მხარს უჭერს ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის და რომელმაც თავისი პროევროპულობა არაერთხელ გამოაჩინა. ალბათ მოიძებნება საჭირო თანხები იმისთვის, რომ დაეხმარონ მშობლებს და მათთვის გამოიყოს თანხები, რომელიც საჭიროა. ზეგ არის 9 მაისი - ევროპის დღე და ევროპის დღეს ჩემი წარმომადგენლები მიიტანენ ევროკავშირის ელჩთან წერილს, რითაც მე მოვითხოვ, რომ დახმარება გამოიყოს „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით“ დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ არ დარჩება უპასუხოდ იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც სიმბოლური იქნება მთელი საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირი დღესაც, კიდევ არის ჩვენს გვერდით.

ამავე დროს, იგივე წერილით მივმართავ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომ გადაეცეს სახელმწიფო დეპარტამენტს იგივე თხოვნა, რომ ამერიკელებმაც, რომლებიც ასევე ძალიან ბევრი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს გვერდით იყვნენ.რეალურად ჩვენ ვერ დავამარცხებდით იმ დაავადებებს რომ არა ამერიკის დახმარება, ამ მომენტში, ამ დროს გამოგვიწოდონ კიდევ დახმარების ხელი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ