საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი ანდრეი სიბიგასთან - ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს

2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ერევანში, 4 მაისს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნიკაცია უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ასევე, შეხვედრას საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიჰა ესწრებოდნენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!