საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროპის საბჭო და 46 წევრი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის ფარგლებში - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, მეცამეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში, წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა 2023 წლის 16-17 მაისის მე-4 ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!