მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, უკრაინული მხარისგან სწორად იყოს გაგებული ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ - შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში წლების განმავლობაში, უკრაინული მხარისგან იყოს სწორად გაგებული ისე, როგორც "ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ გაიგო".

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან მის სატელეფონო კომუნიკაციაზე და პოზიტიურად შეაფასა ინიციატივა, რომელიც "მოდის უკრაინული მხარისგან".

ბოჭორიშვილის თქმით, სიბიგასთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ გაიმართება შეხვედრაც.

"ნამდვილად, რაღაც გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა ჩენი სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან.

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღის წესრიგში.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოდით, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არცთუისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გადავდოთ გვერდით.

მნიშვნელოვანია, ერთი, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე, რაც უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი.

მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში, უკრაინული მხარისგან იყოს სწორად გაგებული ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა.

შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე