თენგო კირთაძე - ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას გაანადგურებს, თუ „ოპოზიციის ალიანსი“ არ დავეხმარეთ რეჟიმის ჩამოქცევით, ჩვენი გადასარჩენები გახდებიან - მაკა ბოჭორიშვილი რომ დაიჭიროს, არ მგონია, ქვეყნის წინააღმდეგ Hermes-ის ახალი ჩანთის გამო მიდის

ივანიშვილი საკუთარ, უახლოეს გარემოცვას სრულად გაანადგურებს, თუ „ოპოზიციის ალიანსი“ არ დავეხმარეთ მათ და არ გადავარჩინეთ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევით. ჩვენი გადასარჩენები გახდებიან აუცილებლად, - ამის შესახებ „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის საქმეზე ისაუბრა.

როგორც კირთაძემ განმარტა, ივანიშვილის გარემოცვას შეუძლია ძალიან მარტივად გაანადგუროს ის, თუ ამის სურვილი ექნება.

“ეს მხოლოდ დასაწყისია-თქო როგორ ვთქვა, როდესაც ივანიშვილის პოლიტიკური ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები რუსთავის ციხეში არიან. გაგრძელდება, ივანიშვილი საკუთარ უახლოეს გარემოცვას სრულად გაანადგურებს, თუ „ოპოზიციის ალიანსი“ არ დავეხმარეთ მათ და არ გადავარჩინეთ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევით. აუცილებლად ჩვენი გადასარჩენები გახდებიან. ვიცი, ბევრს მის გარემოცვაში წიგნების კითხვა არ უყვარს, არც ისტორია იცის, მაგრამ როდესაც ივანიშვილის პირად კეთილდღეობა ეხება საქმე, ცოტა ჩაუღრმავდეს ამ სფეროს და ნახავს, რომ რაც მას ელის, არის ბევრი ადამიანის გუშინდელი და გუშინწინდელი დღე.

არ არსებობს ივანიშვილის დღის წესრიგში რაიმე პოზიტიური ხელმოსაჭიდი. როდესაც ყველგან პრობლემებია, ყველაზე დიდი საფრთხე გამომდინარეობს მისი უახლოესი გარემოცვიდან. მე ივანიშვილს ვერ დავაზიანებ 1 დღის განმავლობაში, ამისთვის საზოგადოების მხარდაჭერა მჭირდება, პროტესტის აგორება. ივანიშვილის გარემოცვას შეუძლია ძალიან მარტივად გაანადგუროს ის, თუ ამის სურვილი ექნებათ.

ის კი არ არის მნიშვნელოვანი, უძილაურს რა რეალური შესაძლებლობები გააჩნია, ან ღარიბაშვილს, ლილუაშვილს...მნიშვნელოვანია ის, თუ რას ფიქრობს და რაზე ნერვიულობს ივანიშვილი. როდესაც გიჭირს, ყველგან მოღალატეს ხედავ, ყველას ეჭვის თვალით უყურებ. მაგალითად, მაკა ბოჭორიშვილი რომ დაიჭიროს, არ მგონია, „მეშჩანია“. ქვეყნის ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ Hermes-ის ახალი ჩანთის გამო მიდის. ღარიბაშვილისნაირ ადამიანს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, თავისი მიკროკლანური სტრუქტურა ააშენოს, საიდანაც შესაძლოა საფრთხე გამომდინარეობდეს, მაგათ დაიჭერს“, - აღნიშნავს თენგო კირთაძე.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება, თენგო კირთაძემ აღნიშნა:

„სავარაუდოდ, პაპუაშვილი მართალია. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობენ. მე მას მივცემ რჩევას: შემდეგი პოლიტსაბჭოს სხდომის დროს დაიწყოს იქ შეკრებილი ადამიანების, "ბექგრაუნდის" გამოკვლევა. სავარაუდოდ, იქ იპოვის ადამიანებს, ვისზეც საუბრობდა.

ჩვენ გვახსოვს, რომ 13 წლის განმავლობაში, რუსული სპეცსამსახურების არცერთი თანამშრომელი ან აგენტი არ დაუკავებიათ, ახლა 1-2 თვის წინ გამოაცხადეს, თითქოს 1 დაიჭირეს და ერთს ეძებენ. ესეც კარგი ცხოვრებისგან არ ხდება, მათ აქვთ სერიოზული პრობლემა და ამ პრობლემას სისტემურად ვერ მკურნალობენ და სადაც სიმპტომები გამოჩნდება, იმის ჩაცხრობას ტკივილგამაყუჩებლებით აკეთებენ. ასევე, ახლა ისევ ვხედავთ, რომ რიტორიკულად, დასავლეთის მიმართ მეტ-ნაკლებად ზომიერება შეიმჩნევა. მცდელობაა, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ მხარდამჭერებშიც დასავლეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, 2 წელი ვერ დაალაგეს თემა, ფსონი, რაც რუსეთზე დადეს, არ გამართლდა და წაგების რეჟიმში იმყოფებიან, რაღაც უნდათ, რომ შესთავაზონ საზოგადოებას. გადატვირთვის პოლიტიკა თუ იქნება, ეს აწყობთ. ამას მათხოვრობენ ყველგან ღიად. დადიან და ყველგან ამას ითხოვენ და რომელ ლობისტებს არ რთავენ“, - აღნიშნა კირთაძემ.

გარდა ამისა, მან უკრაინულ და ქართულ მხარეს შორის ბოლოს დღეების განმავლობაში რიგით მეორე კომუნიკაციაზეც ისაუბრა. როგორც კირთაძემ განაცხადა, უკრაინა გაბრაზებულის პოზიციიდან არ რეაგირებს, ძალიან პრაგმატულად ბევრ ქვეყანას გაესაუბრება და იქ, სადაც მისი ინტერესების წინააღმდეგ პოლიტიკა შესაცვლელი იქნება, ამ თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

„უკრაინულ მხარეს სამართლიანად აქვს ძალიან ბევრი პრეტენზია ივანიშვილის რეჟიმთან. განსაკუთრებით, როგორც იქცეოდა ჯერ კიდევ ღარიბაშვილის ხელისუფლება ომის დაწყების შემდეგ. იქნებოდა ეს რიტორიკა, თუ ის ქმედებები, როდესაც ჩვენ სავარაუდოდ, არასათანადოდ ვებრძოლეთ რუსეთის პარალელური იმპორტის ლოჯისტიკურ ჯაჭვს, რაც გადიოდა. უკრაინის ინიციატივა აჩვენებს, რომ გეოპოლიტიკურად ვითარება ისე შეიცვალა, უკრაინის როლი იმდენად არის გაზრდილი, უკრაინა ძლიერის პოზიციიდან ოპერირებს. მანამდე, როდესაც სუსტი იყო და გარდატეხა არ იყო მომხდარი, რეაგირებდა სამართლიანად, ოღონდ გაბრაზებულის პოზიციიდან. დღეს, უკრაინა გაბრაზებულის პოზიციიდან არ რეაგირებს, ძალიან პრაგმატულად ბევრ ქვეყანას გაესაუბრება, იქ, სადაც მისი ინტერესების წინააღმდეგ პოლიტიკა შესაცვლელი იქნება, ამ თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს. ჩემი გადასახედიდან, ამიტომაც შედგა ქართულ მხარესთან დიალოგი.

გაიზარდა უკრაინის როლი. ახლა როდესაც, უკრაინა ხედავს, რომ ივანიშვილი კუთხეშია მოქცეული, ცდილობს დასავლეთთან რაღაც დალაგების ელფერი გააჩინოს, ამ ვითარებას იყენებს თავისი მოთხოვნის თუ არამეგობრული პოლიტიკის შესაცვლელად, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა“, - აღნიშნავს თენგო კირთაძე.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი