კახა კალაძე - ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს „შავი კამპანია“ და მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება არასწორი დამოკიდებულება - არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს

ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, „შავი კამპანია“ და მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება ეს არასწორი დამოკიდებულება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, „შავი კამპანია“. მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება ეს არასწორი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ. პირდაპირ კამპანიის სახე აქვს ამ ყველაფერს მიცემული, რაც წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს“,-განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!