კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე - პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო - ჰქონდათ დავალება გარე პატრონებისგან და ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს

ამ ადამიანებს ჰქონდათ დავალება გარე პატრონების მხრიდან. ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს,-ასე შეაფასა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაედინათ, ეს რაც არ გაითვალისწინეს, რის გამოც, „კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ“.

„პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ჯერ მთელი თვეების განმავლობაში ჰქონდათ კამპანია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავდნენ. ამაზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდნენ, ყოველგვარი დამალვის გარეშე და 4 ოქტომბერს დაიწყეს უშუალოდ პროცესის განხორციელება, მივარდნენ პრეზიდენტის სასახლეში, გადაანგრიეს ღობე, შევარდნენ სასახლის ეზოში. შემდეგ, შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს. მაშინ ყველას მოვუწოდებდით, შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენი განცხადებები, უამრავი მიმართვა მეც მაქვს გაკეთებული მოწოდების და თხოვნის სახით, რომ არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა, თუმცა, მესმის, ამ ადამიანებს ჰქონდათ დავალება გარე პატრონების მხრიდან. ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს. ყველას პასუხი მოეთხოვება კანონის ფარგლებში“,-განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!