კახა კალაძე - ჩვენი ხელისუფლების განმავლობაში ადამიანის წამების არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით

ადამიანის წამების არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეუთო-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან და მასში დასახელებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ის „კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არარსებულ ფაქტებზეა დაფუძნებული“.

„დამისახელეთ თუნდაც წამების ერთი კონკრეტული ფაქტი. რა ადამიანების ჩვენებებზე საუბრობთ? შეგიძლიათ მითხრათ, ერთი კონკრეტული ფაქტი თუ არსებობს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული? ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები, მოვედით ხელისუფლებაში და იმ დღიდან მოყოლებული, მითხარით, მთელი ამ ხნის განმავლობაში თუ იყო წამებასთან დაკავშირებული ერთი ფაქტი. ადამიანის წამების არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის სიცრუით, ტყუილით გაჯერებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული. ბუნებაში რომ არ არსებობს და რაზე მეკითხებით, რა განცხადება უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით? “, - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებისთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

„ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი მათ შორის მე, როგორც პოლიტიკოსმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ახალისებდით ძალადობას, ტაშ-ფანდური გქონდათ გამართული. კონკრეტული ფაქტები შემიძლია მოგიყვანოთ. მაგალითად, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, რა კომენტარებს აკეთებდით, თქვენს გადაცემებში რა განმარტებები კეთდებოდა?! ახალისებდით, ხელს უწყობდით ამ ყველაფერს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია “, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს