კახა კალაძე კითხვაზე: რატომ შეხვდა კობახიძე ზელენსკის, როცა მანამდე მას ღიად აკრიტიკებდნენ - ხელს ხომ არ დაარტყამდა პრეზიდენტს, რატომ მოხვედიო? რაც შეეხება „კოკაინშიკს“, მე არ გამიკეთებია ეს განცხადება, ვინ გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან? არ არსებობს!

უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სომხეთში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მას ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე სასაუბრო.

„ჩვენ არანაირი პოზიცია არ შეგვიცვლია - რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით. ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ გვაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა და არავის სიამოვნებს ის, რაც უკრაინაში ხდება. უმძიმესია ეს ყველაფერი, რადგან ომმა უკრაინელ ხალხს მოუტანა ძალიან დიდი უბედურება - დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მძიმეა და მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ის უკრაინას არ ადანაშაულებს.

„მე არავის ვადანაშაულებ. ჩვენ ხალხი რატომ გვირჩევს პოლიტიკოსებს? იმისთვის, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ქვეყანას აარიდებს საფრთხეებს. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, პირველ რიგში, დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. მე ასე ვუყურებ და ასე წარმომიდგენია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მას ჰქონდა რაღაც საკითხები და პრემიერ-მინისტრმა მოუსმინა“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „კოკაინშიკია“.

„მე არ მითქვამს და არ გამიკეთებია ეს განცხადება. ვინ გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან? არ არსებობს. მე ამ ტიპის განცხადება არ მსმენია. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქმედებით, გადადგმული ნაბიჯებით. პირველ რიგში, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ. ყველაფერი ისე უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს და მშვიდობა გვქონდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გარკვეულ საკითხებზე იყო საუბარი, თუმცა საუბრის თემა არ დაუკონკრეტებია.

„პრემიერ-მინისტრთან მივიდა პრეზიდენტი ზელენსკი, ჰქონდა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, ეს იყო, მეტი არაფერი“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, “რატომ არ უარყვეს უკრაინის პრეზიდენტთან ურთიერთობა, თუ მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ღიად აკრიტიკებდნენ”, კახა კალაძემ უპასუხა: „რა უნდა უარყო, ხელს ხომ არ დაარტყამდა პრეზიდენტს, რატომ მოხვედიო? ვერ გავიგე“, - განაცხადა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი