შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ანდრია მანდიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მოწვევისთვის.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირები წარმატებით ვითარდება და ხორციელდება საპარლამენტო გაცვლები.

შალვა პაპუაშვილმა მიულოცა მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა, რაც გაწევრიანების შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს. ანდრია მანდიჩმა აღნიშნულ პროცესზე ისაუბრა და გამოხატა საქართველოსთვის მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მზაობა.

საუბარი, ასევე, შეეხო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობას, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა, ამჟამად, საქართველოა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება