ბექა გულედანი - გიორგი უძილაური ბრალს არ ეთანხმება - საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია არაა

ბრალდებული გიორგი უძილაური ბრალს არ ეთანხმება - ვფიქრობ, საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაციაა, - ამის შესახებ მედიას ჯაშუშობის მუხლით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა განუცხადა.

გულედანის ცნობით, უძილაურის საქმეს გრიფი “სრულიად საიდუმლო” დაედო.

მისივე თქმით, საქმე მრავალტომიანია.

“პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალს არ ვაღიარებთ და ვთვლით, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის იმისთვის, რაც ჯაშუშობის მუხლით ბრალად აქვს შერაცხული, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას საერთოდ არ უსაუბრია.

საქმეს გრიფი “სრულიად საიდუმლო” ადევს”, - განაცხადა ბექა გულედანი.

გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა. ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფერდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!