ნინო წილოსანი - შეხვედრების ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ უკრაინულმა მხარემ მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი პოზიცია და დამოკიდებულება მინიმუმ კომუნიკაციის დონეზე

რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ის, რამაც დააზიანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაქსიმალურად გამოსწორდეს და მათი მხრიდან სწორად იქნას აღქმული და დანახული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს პრემიერ -მინისტრთან თუ სხვა მაღალ წარმომადგენლებთან ურთიერთობის ინტერესი და სურვილი რამდენად დიდია.

„შეხვედრების ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ უკრაინულმა მხარემ მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი პოზიცია და დამოკიდებულება მინიმუმ კომუნიკაციის დონეზე. ეს ყველაფერი ამართლებს ჩვენი მოთმინების და მოცდის პოლიტიკას, რომლითაც ყოველთვის ვამბობდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ მხარეს გარკვეული არასწორი ნაბიჯები და გარკვეულწილად უსამართლო გადაწყვეტილებები ჰქონდა - იცით, რომ მათ დასანქცირებული ჰყავთ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც კი, ვისაც ხვდებოდნენ - ამის ფონზე ჩვენ უფრო გრძელვადიან ჭრილში ვუყურებდით ამ ყველაფერს, ვითვალისწინებდით იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც გვაქვს, იმ ურთიერთობებს და იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველო-უკრაინის მეგობრობისა, რომელიც არსებობს და ამიტომ მოთმინების რეჟიმში ველოდებოდით ზუსტად ამ დღეს, როდესაც უკრაინის მხარე, ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა, რომ მოდი, ვნახოთ რამ განაპირობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა. თავისთავად ამ დღეს ზუსტად ჩვენ მივაწვდიდით ყველა იმ მოცემულობას, ფაქტს და ავუხსნით თუ რატომ იქნა ძალიან მწვავედ აღქმული ქართული საზოგადოების მხრიდან ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიწყო ელჩის გაწვევიდან და გაგრძელდა დასანქცირებებით და ყველა იმ მოწოდებებით, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობდა და იმ ზოგადად ძალიან ნეგატიური განწყობით, რომელიც უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან მოდიოდა საქართველოსკენ“, - განაცხადა წილოსანმა.

ამავე თემაზე საუბრისას წილოსანმა აღნიშნა, რომ „კომპონენტები, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის იქ ყოფნა, დასანქცირება, ელჩების გაწვევა და ა.შ, არის ყველაფერი ის, რასაც უკრაინული მხარე აკეთებდა არასწორად.“

„ყველა კომპონენტი, მათ შორის ადეიშვილის იქ ყოფნა, დასანქცირება, ელჩების გაწვევა და ა.შ, არის ყველაფერი ის, რასაც უკრაინული მხარე აკეთებდა არასწორად. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ის, რამაც დააზიანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაქსიმალურად გამოსწორდეს და მათი მხრიდან სწორად იქნეს აღქმული, დანახული. თუ ეს მიზანმიმართულად არ ხდებოდა და ეს იყო უბრალოდ რაღაცა შეცდომის ან გარემოებების არ გათვალისწინების ფაქტორი, ეს იყოს შესაბამისად მიღებული და რეაგირებული“, - აღნიშნა წილოსანმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი