გიგა ავალიანის დედა - პროკურორს პირველი კითხვა უნდა დაესვა და ნია იმნაძე ცუდად გახდა, წინასწარ იყო ყველაფერი დადგმული, ჩაუტარონ ექსპერტიზა - ის დღეს გაიყვანეს სასამართლოდან, მაგრამ ეკა კუპატაძეს ხელიდან ვერ დაუსხლტება, სად გამექცევა?

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს.

როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარ იყო დაგეგმილი ნია იმნაძის შეუძლოდ გახდომა, ამიტომ მოითხოვს ნია იმნაძეს ექსპერტიზა ჩაუტარონ.

„ბევრი ვერსია გავშიფრე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო დღეს სასამართლო პროცესზე და ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს მოხდა.

ძალიან მარტივი მისახვედრი იყო, ის რომ ნია იმნაძის ადვოკატის სვლა ასეთი იყო - როდესაც პროკურორი გადავიდოდა შეკითხვებზე, ნია იმნაძე ცუდად გახდებოდა. ეს მარტივი გასაშიფრი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც მოწმემ ფიცი დადო, პირველ ორ კითხვას პასუხი გასცა, პროკურორს პირველი კითხვა უნდა დაესვა, რასაც ნია იმნაძისგან მოჰყვა: „ვაიმე ცუდად ვარ“. მისმა ადვოკატმა ექიმი მოითხოვა და ექიმიც შემოვიდა.

ფაქტია, წინასწარ იყო ეს ყველაფერი დადგმული. ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს! შეიძლება, დილით, წნევის ასაწევი, ან დამწევი დაელია, რათა ხელოვნურად გამხდარიყო ცუდად. სამარეში ჩავყვები! ნია იმნაძე დღეს გაიყვანეს აქედან, მაგრამ ეკა კუპატაძეს ხელიდან ვერ დაუსხლტება! საქმის გარშემო ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. პირველი იყო იდენტიფიცირება, ამის შემდეგ გახდა ცუდად.

ნასყიდაშვილის ორივე ადვოკატი განსაკუთრებით აქტიურობდა, პროკურორს უთხრეს: „ეს რა გააკეთეთ, იცოდით რა მდგომარეობაში იყო, აქამდე როგორ მოიყვანეთ?“.

შემოვიდა ექიმი, ამ დროს ისმის: „დემეტრე ჩიქოვანს თვალში რაღაც ჩაუვარდა“. მომიკლეს სპეტაკი შვილი და „ზოგს თვალში რაღაც უვარდება“, ზოგს გული უფრიალებს, მე ამას არავის შევარჩენ. ვერ დამემალებიან, როდესაც ზურგს სახელმწიფო მიმაგრებს, მთელი საქართველო. სად გამექცევა მკვლელი ნია იმნაძე, თუ მას ბრალი არ მიუძღვის რამ გახადა ცუდად?! ბრალდებული მისი ასაკის ანი ნასყიდაშვილი დღეს იქ გამოპრანჭული, თვალებამოკრასკული ბოლო მოდაზე ჩაცმული იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულია, იქ გულის პრანჭვები არ ჰქონია“,- აღნიშნავს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი