გურამ როგავა - პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს გამოძიება

ჩემი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენმა წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს გამოძიება, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გურამ როგავა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირის დაკავებას.

როგორც როგავა ვიდეო მიმართვაში აცხადებს, გამოძიება მხოლოდ უშუალო შემსრულებლებით არ უნდა შემოიფარგლოს და აუცილებელია პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს იმ პირების მიმართაც, ვინც ბრძანებებს გასცემდა, ოპერაციას ხელმძღვანელობდა ან დამნაშავეებს მფარველობდა.

“პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი ჩემთვის ბევრ კითხვას აჩენს. არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულ შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენმა წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს გამოძიება. მაინტერესებს, სად არის ზვიად ხარაზიშვილი, დავით ყამარაული, ვასილ გასვიანი, ლუკა ედილაშვილი, სწორედ ისინი არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ“,- აცხადებს როგავა მიმართვაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი