ქეთი თურაზაშვილი - ვითხოვთ დაისაჯოს ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი, მოძალადე პოლიციელი ზაქარია ჩოხელი

ზაქრო ჩოხელი - ეს არის ერთ-ერთი იმ პოლიციელთაგან, რომელიც თავს დაესხა ალეკო ელისაშვილს და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელა. მოძალადე პოლიციელი ჯერ ისევ დაუსჯელია, - ამის შესახებ კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა.

როგორც თურაზაშვილმა აღნიშნა, ელისაშვილი უკვე მეორე წელია, მასზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს, თუმცა სამართალდამცავი უწყებებიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„ელისაშვილზე თავდასხმის ფაქტი 2024 წლის 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან მოხდა, ექსკლუზიური კადრები მაშინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა. პოლიტიკოსი მეორე წელია ასახელებს მასზე თავდამსხმელს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება სამართალდამცავი უწყებებიდან არ ყოფილა.

ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც ელისაშვილის წინააღმდეგ იმართება, პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, აქტივისტი და მწერალი პროკურატურას ახსენებს მასზე ანგარიშსწორებას, მოძალადე პოლიციელს და საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას უშედეგოდ ითხოვს. დაკავებამდეც პოლიტიკოსს არაერთი საჯარო გამოსვლა და მოწოდება ჰქონდა საგამოძიებო სამსახურებთან მოთხოვნით, რომ ზაქარია ჩოხელი დაეკავებინათ, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებები ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ და პოლიტიკოსის მიმართ ანგარიშსწორებას ამჯერად გამოგონილი „ტერორიზმის" ბრალდებით განაგრძობენ.

ვითხოვთ დაისაჯოს ალექსანდრე ელისაშვილზე თავდამსხმელი, მოძალადე პოლიციელი ზაქარია ჩოხელი“, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ