პროკურატურა - გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იდენტიფიცირებული  და დაკავებულია - ელისო ჯარიაშვილის მიერ რეპორტაჟში დასახელებული პიროვნების რაიმე სახის კავშირი საქმესთან არ დასტურდება

2024 წლის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია". ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტის ელისო ჯარიაშვილის მიერ საგამოძიებო სიუჟეტში დასახელებული პირის კავშირი გურამ როგავას საქმესთან არ დასტურდება.

„რაც შეეხება ელისო ჯარიაშვილის მიერ, რეპორტაჟში დასახელებულ პიროვნებას, მისი რაიმე სახის კავშირი როგავას საქმესთან არ დასტურდება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის კითხვაზე პროკურატურაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!