ირაკლი კირცხალია - სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე - ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის დაკავება „კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულებაა”.

კირცხალია სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის ფაქტორზე საუბრობს და ამ კონტექსტში ახსენებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ფაქტებსაც, რასაც „ისტორიულს” უწოდებს.

„მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების პირველივე დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო.

სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე.

აი, ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულება.

ბოლო პერიოდში ჯაშუშების ისტორიულ დაკავებებსაც ნუ დავივიწყებთ! წარმატებები“, - წერს კირცხალია „ფეისბუქზე“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება