ირაკლი ნადირაძის ადვოკატი - მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო გაუქმებული და მიტაცებულია რეჟიმის მიერ

სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არის გაუქმებული და მიტაცებული რეჟიმის მიერ, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით მისი მოლოდინი დადასტურდა.

„როდესაც მე, როგორც ადვოკატს მეკითხებიან, რომ რა მოლოდინი მქონდა, რა განაჩენს მიიღებდა ე.წ. მოსამართლე, მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ენახა პაპუაშვილების, კობახიძეების, კალაძეების და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტების პოლიტიკური განცხადებები, როლებიც დაბეჯითებით საუბრობენ, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკოსებმა დააორგანიზეს გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები, მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი მტკიცებულებები არ არსებობდა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი დადასტურდა, მოსამართლემ განაჩენის ფორმა მისცა იმ პოლიტიკური განცხადებებს და ბრალდებებს, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდისტები ამდენი ხნის განმავლობაში ისროდნენ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს