ბექა ბასილაია - სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო - პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით ბრალის დამადასტურებელი პწკარიც კი არ არსებობდა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

ბასილაიას თქმით, სასამართლომ ხელისუფლების მიერ „შეკვეთილი“ გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს იყო სრულად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება. სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა. გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს და არც სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლოს მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება აბსოლუტურად მცდარი იყო. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, ის მინიმალური ცრუ სტანდარტიც კი, რასაც პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ესეც კი არ არსებობდა. არავითარი შემხებლობა, ბრალის დამადასტურებელი ოდნავი პწკარიც კი არ იყო მის მიმართ. ამავე დროს, ყველა სხვასთან უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ბასილაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!