ალეკო ელისაშვილი - პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა - მესამე წელი იწყება, ვითხოვ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე

უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი მომტეხეს - მე თავად საკუთარი ძალებით გავარკვიე ერთ-ერთი მოძალადის სახელი და გვარი - ეს არის ზაქრო ჩოხელი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ელისაშვილის თქმით, საინტერესოა, პროკურატურა გამოკითხვაზე დაიბარებს თუ არა „ბატონ ზაქროს”.

“პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა. ცნობისთვის, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი მომტეხეს. ამ საქმეზე არათუ ვინმე დასჯილა, გამოკითხულიც კი არ არის არავინ. საგამოძიებო უწყებები ამ დამნაშავე პოლიციელების ვინაობას მესამე წელია "არკვევენ" და ვერ დაადგინეს. რახან შსს-ს HR-ი თურმე ვერაფრით ვერ ცნობს საკუთარ თანამშრომლებს, მე თავად საკუთარი ძალებით გავარკვიე ერთ-ერთი მოძალადის სახელი და გვარი - ეს არის ზაქრო ჩოხელი, რის შესახებაც გამოძიებას საჯარო განცხადებით მივმართე კიდეც არაერთხელ.

დაკავებით რომ ჯერ არ დაუკავებიათ, ფაქტია, HR-ის სამსახური, როგორც ჩანს, ისევ ვერ ცნობს თანამშრომლებს. საინტერესოა, ძალადობასთან შეუპავრად მებრძოლი პროკურატურა გამოკითხვაზე მაინც თუ დაიბარებს ბატონ ზაქროს”, - აცხადებს ელისაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!