მიხეილ სააკაშვილი - ხალხი ზუსტად იმდენადაა გაბედული, სადამდეც გაბედული არიან მისი ლიდერები - არავის ჭკუას არ ვარიგებ და მითუმეტეს ნიშანს არ ვუგებ, უბრალოდ საერთო ბრძოლაში ვართ და თანამებრძოლების ყოყმანი საერთო საქმეს აზარალებს

ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედული არიან მისი ლიდერები - არავის ჭკუას არ ვარიგებ და მითუმეტეს ნიშნს არ ვუგებ, უბრალოდ საერთო ბრძოლაში ვართ და თანამებრძოლების ყოყმანი საერთო საქმეს აზარალებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

“ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ „დაუნდობელ დიქტატურასთან” ბრძოლაში “შუა გზაზე გაჩერებები და წუწუნი დამღუპველია“.

„მოდით, ნუ ვიკამათებთ - ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედული არიან მისი ლიდერები. ამისი ნათელი მაგალითი იყო ვარდების და აჭარის რევოლუციები და განსაკუთრებით 2008 წელი. მაშინ, რომ ტერიტორიების გასხვისებაზე მომეწერა ხელი, რასაც მოკვლის პირდაპირი მუქარით მაიძულებდნენ, ან ქვეყანა დამეტოვებინა, როგორც მირჩევდნენ, ჩვენი ხალხი და სახელმწიფო ჩამოიშლებოდა და მტერი ბოლომდე გაგვანადგურებდა.

ცნობილ ფილოსოფოსს, ნადიმ თალებს აქვს თეორია, რომ ლიდერობა პირველ რიგში ნიშნავს, საკუთარი ტყავის თამაშში შეგდებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, ზღვის გადმოკვეთას და სიცოცხლის პირდაპირ საფრთხეში ჩაგდებას, მრავალწლიან პატიმრობას, მოწამვლას და სიკვდილთან მრავალწლიან ბრძოლას, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან განშორებას, ყველა მატერიალური დოვლათის დაკარგვას.

მე არ ვამბობ, რომ სხვა პოლიტიკოსები იმავეს არ აკეთებენ, აკეთებენ და ეს ძალიან დასაფასებელია, მაგრამ რადგან ერთხელ გადაწყვიტე კლეპტოკრატიულ დაუნდობელ დიქტატურასთან ბრძოლა, შუა გზაზე გაჩერებები და წუწუნი დამღუპველია.

როგორმე უნდა გახვიდე ბოლომდე და რაღაც მომენტში ხალხი აუცილებლად გამოგყვება. არავის ჭკუას არ ვარიგებ და მითუმეტეს ნიშანს არ ვუგებ. უბრალოდ ჩვენ საერთო ბრძოლაში ვართ და თანამებრძოლების ყოყმანი ამ საერთო საქმეს აზარალებს“, - წერს სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება