შალვა პაპუაშვილი - ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ - ალბათ, სურთ გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა

უკრაინის ხელისუფლება იყო, რომელმაც წინდაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია მის მიერ დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო მზად არის მოისმინოს უკრაინის გადააზრებული პოზიცია და აქედან გამომდინარე იმოქმედოს.

„ეს ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება იყო, რომელმაც წინდაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია მისივე მიერ დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო. კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ, ვერ დააზიანებს ქართველ ხალხს და საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს რეალობისთვის თვალის გასწორება.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადააზრების პროცესი. ვნახოთ, ეს შეხვედრა არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და გადააბიჯა იმ მოცემულობასაც, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მოუწია მისვლა. ალბათ სურთ რამე გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა. საქართველო მზად არის მოისმინოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ