შალვა პაპუაშვილი - რესურსიც გვყოფნის, ჭკუაც და გამოცდილებაც, რომ კანონები მივიღოთ, არ გჭირდება ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა - საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთაც საბჭოთა მენტალიტეტი აქვთ

ჩვენ ადამიანური რესურსიც გვყოფნის, ჭკუაც და გამოცდილებაც, რომ კანონები მივიღოთ, არანაირად არ გჭირდება ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც საქართველო არ ერევა ესტონეთის საქმეში, ისე ესტონეთი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საქმეებში.

კერძოდ, პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ესტონეთში პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ეხებოდა.

„ალბათ ის დროა, ესტონეთში დავიწყოთ ვინმეს დაფინანსება. სერიოზულად ამ ხალხთან საუბარი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანებთან, რომელთაც აქვთ საბჭოთა მენტალიტეტი. ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რევოლუციების გეგმებს აწყობდა და სხვა ხალხებზე საუბრობდა. როგორც ჩანს, ეს არის ესტონეთის მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი რამ, რაც საბჭოთა კავშირიდან წამოიღეს. ის მიდგომები, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყო.

ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რომელიც მათ თავიანთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. თუმცა, ერთ რამეს ვეტყვი, როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და არ ვერევით იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ესტონეთი ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ადამიანური რესურსიც გვყოფნის, ჭკუაც გვყოფნის და გამოცდილებაც, რომ კანონები მივიღოთ. არანაირად არ გჭირდება ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა და რეკომენდაციები ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ