შალვა პაპუაშვილი ხუთი სპეცრაზმელის დაკავებაზე - იყო პრობლემა ამოცნობის, როდესაც პროკურატურამ მყარად ჩათვალა, რომ აქვს მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს

სპეცრაზმელების დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს ჟურნალისტურ პროდუქტთან. მე ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდევაც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა. ასე რომ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამოძიებას აღნიშნულ საქმეებზე დაკავებული აქამდე იმიტომ არ ჰყავდა, რომ ამოცნობისა და მტკიცებულებების პრობლემა არსებობდა.

„პროკურატურა მუშაობდა ამ საკითხზე და არაერთხელ გვითქვამს კიდევაც, რომ იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში, როდესაც პროკურატურამ მყარად ჩათვალა, რომ აქვს მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დღეს ვიხილეთ შესაბამისი ნაბიჯები, ასე რომ ხდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს, ის მძიმე კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, იმ დღეებში და იმ მომენტშივე პრემიერ-მინისტრის მაშინდელი გამოსვლების დროსაც, როდესაც ის მედიასაც მიმართავდა, იმ მომენტშივე იყო არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცავების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოჰგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო ძალის გადაჭარბება, რამაც, მათ შორის, მაშინაც დაასტაბილურა მდგომარეობა და არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდევაც საუბარი.

რა მომენტშიც პროკურატურა იმ მასალების შეჯერებითა და მტკიცებულებებით ჩათვალა, რომ არის მყარი იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა, ხელი დააფარონ მოძალადეებს. დღევანდელი განაჩენი 4 ოქტომბერზე არის ტესტი ევროკავშირისთვის, რომ ახლა მაინც, შვიდი თვის თავზე ვნახავთ, თუ რამდენად არის ევროკავშირის ნამდვილი სურვილი ძალადობაზე, დანაშაულის წაქეზებაზე უარის თქმა. ეს გამოჩნდება შეფასებებში. არის სასამართლოს დოკუმენტი, არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული განაჩენი, ასე რომ, ველით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ამასთან დაკავშირებით და ახლა მაინც იქნებ დაგმოს ძალადობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებზეც და თქვა, რომ „ეს არის ევროკავშირის ძალადობის დღე“ და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის „ტესტი ევროპულობაზე“.

„4 ოქტომბერი, ეს არის ევროკავშირის ძალადობის დღე, როდესაც სცადეს ევროპის დროშებით ხელისუფლების დამხობა, როდესაც 25 პოლიციელი დაშავდა, რომელიც არცერთ ელჩს არ მოუნახულებია და არცერთს არ გამოუთქვამს წუხილი, რომ ევროკომისიის პრესსპიკერის წაქეზებული ბრბოს მიერ მოხდა პოლიციელების დაშავება. ეს არის პაველ ჰერჩინსკის ტესტი ევროპულობაზე, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა ამ ტესტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ