შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ჩვენი პოზიცია კარგად იცის - როცა ვამბობთ პარტნიორობას, არ ვგულისხმობთ დაბრუნებას და აღდგენას, არამედ თვისობრივად ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას

დიდი ხანია, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ჩვენი პოზიცია კარგად იცის. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და ამ ურთიერთობებმა თვისობრივად ახალი შინაარსი შეიძინოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც მისი გუნდი საუბრობს პარტნიორობის განახლებაზე, გულისხმობენ „თვისობრივად ახალი“ პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე.

,,ჩვენ არ ვსაუბრობთ დაბრუნებისკენ იქ, სადაც პრინციპში, იყო ცარიელ ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხელისუფლების შეცვლის მცდელობები არადემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვამბობთ პარტნიორობას, არ ვგულისხმობთ დაბრუნებას და აღდგენას, არამედ თვისობრივად ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე. ამიტომ, ჩვენ ამ მხრივ ძალიამ ღია და გულწრფელი ვართ ნებისმიერი პარტნიორის თუ პოტენციური პარტნიორის მიმართ და ასევე ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედია, სათანადო ნაბიჯები გადმოიდგმება ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმ თვალსაზრისით, რომ იყოს სერიოზული და თანაბარ დონეზე საუბარი იმაზე, თუ რა ინტერესები აქვთ ჩვენს ხალხებს და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხების ინტერესებით იმოქმედოს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება