ლევან ლორთქიფანიძე - „ქართულ ოცნებას“ ათასში ერთხელ, როდესაც არხის გაჭრა უნდა, უდგება სიტუაცია, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთს, მაგრამ მიზერული კომპრომისები სურათს ვერ ცვლის - ხელისუფლება ვერ ლაგდება საქართველოს მოსახლეობასთან

ბატონმა ზვიად მაისაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ძალადობაში მინიმუმ რვა ადამიანი მაინც მონაწილეობდა, სხვა დაშავებულებიც ამბობენ, რომ ერთ და ორ ადამიანს არ უცემიათ ისინი, გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული ამ ძალადობაში. ამოარჩიეს რამდენიმე განტევების ვაცი, რომელთაც ალბათ, დანაშაულიც მიუძღვით და მხოლოდ ისინი დასაჯეს, - ამის შესახებ „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს სპეცრაზმელების დაკავება მაინც და მაინც ახლა, ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ პერიოდულად უწევს ხოლმე ანგარიშს დასავლეთს, რაც მაშინ ხდება, როდესაც რაღაც მიზეზით სჭირდება თანამშრომლობა.

„რად უნდოდა ორი წელი იმის გამოძიებას, თუ ვინ ჩაიდინა სასტიკი დანაშაული თბილისის ქუჩებში. სამართალდამცავი უწყებების ნება რომ ყოფილიყო, ეს დამნაშავეები უკვე დიდი ხნის დასჯილები უნდა იყვნენ. ეს არის უსინდისობა და თვალებში ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ასე აგვიანებენ და ამდენი ხნის შემდეგ ძლივს სჯიან ერთ და ორ ადამიანს.

ამ ყველაფრის მეორე ასპექტი არის ის, რომ ბატონმა ზვიად მაისაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ძალადობაში მინიმუმ რვა ადამიანი მაინც მონაწილეობდა, სხვა დაშავებულებიც ამბობენ, რომ ერთ და ორ ადამიანს არ უცემიათ ისინი, ერთ და ორ ადამიანს არ უწამებიათ ისინი, გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული ამ ძალადობაში. ამოარჩიეს რამდენიმე განტევების ვაცი, რომელთაც ალბათ დანაშაულიც მიუძღვით და მხოლოდ ისინი დასაჯეს. ესეც კიდევ ერთი უსინდისობა, თვალებში ნაცრის შეყრა და ტყუილია ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება ამ დაკავების მოტივებს, „ქართულ ოცნებას“ ათასში ერთხელ უდგება ხოლმე ისეთი სიტუაცია, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთს. როდესაც არხის გაჭრა უნდათ ხოლმე და თანამშრომლობა, ხანდახან რაღაც მინიმალურ საკითხებზე ასეთ მიზერულ კომპრომისებზე მიდიან, მაგრამ ასეთი კომპრომისები და პატარა ნაბიჯები სურათს ვერ ცვლის. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა, რომ დასავლეთთან დაალაგოს, ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და ეს ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, ესეც უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება ამას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურ საკითხებზე ექნება ხოლმე დიალოგი დასავლეთის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სრულიად უსამართლო სისტემა შექმნა, რის გამოც არა მხოლოდ დასავლეთთან, საკუთარ ხალხთანაც ვერ ლაგდება.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორ დალაგდება დასავლეთთან ჩვენი ავტორიტარული ხელისუფლება და რაღაც საერთო ენას გამონახავს თუ არა, ამას აქვს თავისი ფასი და მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, დალაგდება თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავის მოსახლეობასთან. ვერ ლაგდება და ეს მოსახლეობა არ ეგუება იმ ცინიზმს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. სრულიად უსამართლო სისტემას ქმნიან, სადაც მარტო კორუფცია კი არ მეფობს, უთანასწორობაც, რესურსების არასწორი გადანაწილებაც, ჩაგვრაც და ასეთ სისტემას ხალხი არ ეგუება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ვითომ ხომ ებრძვიან კოლონიალიზმს და დამოუკიდებელი ქვეყანა უნდათ, სინამდვილეში მათ არ უნდათ დამოუკიდებლობა, მათ უნდა დაალაგონ აღებ-მიცემობის ჯაჭვი. მათ რეალურად დამოუკიდებლობა რომ უნდოდეთ, სახელმწიფოზე იფიქრებდნენ, მის მშენებლობაზე, მის გაძლიერებაზე. ნორმალური სახელმწიფოს საფუძველი ყოველთვის არის ის, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანებსა და ხალხს შორის არსებობს ელემენტარულ წესებზე შეთანხმება და ამ წესების შეთანხმებამდე ვერ მივიდა „ქართული ოცნება“ თოთხმეტი წელია და პირიქით, ყველანაირი წესრიგი, რაც არსებობდა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში, დაანგრია. ასე რომ, არც სუვერენიტეტია აქ, არც დემოკრატიაა და ვერაფერსაც ვერ დაალაგებენ, თუ ასეთი სიტუაცია და ასეთი უთანასწორობა გაგრძელდა ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი