ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს ხვდებიან.

შეხვედრას, რომელიც „თბილისი მერიოტში" მიმდინარეობს, ესწრებიან „ლელო - ძლიერი საქართველოს", „გახარია-საქართველოსთვის" და „ოპოზიციური ალიანსის" ლიდერები. შეხვედრას ასევე ესწრება, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს შეეხება.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, „სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ