შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის - ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია - იმედი მაქვს, 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300 ათას ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის

გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა - ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერილში აღნიშნავს, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართა.

როგორც პაპუაშვილი წერს, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა.

„გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის გარდა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რეალურად რა არის ევროპა, როგორ აისახება მისი მნიშვნელობა მოქალაქეთა ცხოვრებაზე და როგორ განაპირობებს ის საქართველოსა და ევროკავშირის მომავალს. რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე, გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო - მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს.

რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი