ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - თუ დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია

თუ კი დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამამტყუნებელი ვერდიქტით ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია.

„დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარვდგებით, ამის შემდეგ ლევანი მიმართავს სასამართლოს საბოლოო სიტყვით. რის შემდეგაც, ჩვენ განაჩენის გამოცხადებას ველოდებით. შექმნილი სიტუაციიდან და პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ძნელია განაჩენის პროგნოზირება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართლებრივ აბსურდს წერტილი დაესმება, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია საჯაროდ ქრთამის შეთავაზებაზე, არგუმენტები ნათელია, არცერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია, რა მტკიცებულებებიც წარმოადგინეს, 80% თავად ჩახსნეს. მარტო გვაქვს ერთი მოწმის ჩვენება და ლევანის საჯარო გამოსვლები. თუ კი დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს ეს იქნება, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, დანაშაულია",- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ