ანა ბუჩუკური - რაც არ უნდა შეეცადოს „ოცნება“, ვიღაცას ევაჭროს გეოპოლიტიკური ვითარებით, ამას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს - ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო შეინარჩუნონ დღის წესრიგში

ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის ინტერესი არის არა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ. რაც არ უნდა შეეცადოს „ოცნება“ ვიღაცას ევაჭროს: „აი ჩვენ ტვირთს გავატარებთ,“ ევაჭროს გეოპოლიტიკური ვითარებით, ამას შესაძლოა მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდეს მხოლოდ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოლტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად, ესმით ის, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლის ქცევა შეესაბამებოდეს ხალხის მისწრაფებებს და ასევე, კანონის უზენაესობა.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ რაღაც ინტერესი გამოჩნდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 2 წელია, „ოცნების“ მიზანმიმართული, ანტიდასავლური და ანტიამერიკული არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო, საქართველო დღის წესრიგში არ იყო.

ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს ინტერესი არის არა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ. რაც არ უნდა შეეცადოს „ოცნება“ ვიღაცას ევაჭროს: „აი ჩვენ ტვირთს გავატარებთ,“ ევაჭროს გეოპოლიტიკური ვითარებით, ამას შესაძლოა მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდეს მხოლოდ, რაღაც პიარული. გრძელვადიანად ყველამ კარგად იცის „ქართული ოცნების“ რეალური სახე. ჩვენი მთავარი გზავნილი ყოველთვის, მათ შორის, ამ შეხვედრაზეც იყო ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გთხოვთ, საქართველო შეინარჩუნეთ დღის წესრიგში, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

ბუნებრივია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად, იდეალურად ესმით ის, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია - პირველი: ნებისმიერი ხელისუფლის ქცევა შეესაბამებოდეს იმ ხალხის მისწრაფებებს, მეორე: კანონის უზენაესობა.

კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც შეუძლებელია სტაბილურობაზე ვისაუბროთ. ის რომ სტაბილურობა აუცილებელია, ეს არის საქართველოს და აშშ-ის თანმხვედრი ინტერესები“, - აღნიშნავს ბუჩუკური.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ